„დიფ სთეითს“ იგივე გლობალური ომის პარტიას შეუწყდა დაფინანსება USAID-დან, NED-დან, ამერიკიდან და ახლა გადაბარგებულები არიან ევროკავშირში, საიდანაც აფინანსებენ აქაურ „დიფ სთეითს“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„დიფ სთეითს“ იგივე გლობალური ომის პარტიას შეუწყდა დაფინანსება USAID-დან, NED-დან, ამერიკიდან ზოგადად და ახლა გადაბარგებულები არიან ევროკავშირში, საიდანაც აფინანსებენ აქაურ „დიფ სთეითს“, საქართველოში არსებულ ლოკალურ ომის პარტიას. თვითონ ეს ორივე ტერმინი - მშვიდობიანი და ძალის გამოყენება, უკვე არის ერთმანეთთან კონფლიქტში. უკვე ამდენსაც ვეღარ ხვდებიან, რომ არ შეიძლება აქცია იყოს მშვიდობიანი, როდესაც ძალის გამოყენებაზეა საუბარი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა შედგა. შეხვედრის მონაწილეები მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან. კანვასის და აკერმანის ე.წ. სწავლების გამოცდილებით - მმართველი გუნდი მარცხს უწინასწარმეტყველებს ყველა მსგავს სცენარს, რომლის არსი, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, გაცხადებულ ამოცანას სრულად სცილდება და რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს.