ელჩი მალიკ მურზალინი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს

ელჩი მალიკ მურზალინი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მისი თქმით, 2023 წელს ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი განხორციელდა, ასევე, იმავე წელს ყაზახეთის პრემიერი ეწვია თბილისს. შარშან კი საქართველოს პარლამენტის დიდი დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში იმყოფებოდა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძის ვიზიტი, რომელიც 5-6 თებერვალს შედგა, მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ოლჟას ბეკტენოვს.

„ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ძალზედ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. პირველ რიგში, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის თემები, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთისთვის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური; ასევე, ისეთი საკითხები, რომელიც გულისხმობდა გაციფრულების, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას - მთელი რიგი სხვა საკითხები იყო განხილული. კონსტრუქციული, კონკრეტული დიალოგი გაიმართა და დარწმუნებული ვარ, ბატონი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.