მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი რომელიც გაწვრთნილი იყო, და მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე, ჩაიყვანეს უკრაინაში რომ ეს მისი სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი რომელიც გაწვრთნილი იყო, და მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე, ჩაიყვანეს უკრაინაში რომ ეს მისი სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის

სააკაშვილი რომელიც გაწვრთნილი იყო, რომელიც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე და მას ატარებდა საქართველოში, ჩაიყვანეს უკრაინაში რომ ეს მისი სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ სასამართლო დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

„ამფეთქებელი როდის სჭირდებათ? აფეთქების დროს, მაგრამ აშენების დროს ის არ სჭირდებათ. მან თავისი საქმე შეასრულა, მისი ფუნქციას სხვა არ ყოფილა, მას ზუსტად ეს უნდა გაეკეთებინა და შემდეგ უნდა წასულიყო. შეიძლება თვითონ ვერ ხვდებოდა ამას, მაგრამ უნდა წასულიყო სხვა რამის ასაფეთქებლად. ის მერე უკვე საჭირო იყო საქართველოში იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო უკრაინაში, რომ ეს ომი მოხდებოდა, მისი პროვოცირება ყველა ვარიანტში მოხდებოდა, როგორც 2008 წლის ომის პროვოცირება მოხდა აქედან და აქაც მოხდებოდა, ამიტომ ის უნდა წამოსულიყო და ის მეორე ფრონტი რაზეც ვსაუბრობთ, სწორედ მისით უნდა დაწყებულიყო ეს არეულობები და ჩრდილო კავკასიის შეერთება. რუსეთის ზუსტად აქედან შეტევა, ეს იყო აქ მიზანი, რომელიც საბედნიეროდ არ გამოვიდა.

მან მილიონად იყიდა, რომ იდიოტი დაეძახა ოფიციალურად რომ დაწერილიყო რომ ის იდიოტია. მილიონი გადაიხადა ამაში. საცოდავი და თან გონება ჩლუნგი, დემენცია სხვა არაფერი არ არის. ვიქნები ლიდერი? მერე ამ ხალხისთვის ისევ ის ძალა ვიქნები? ადამიანები მისდევენ ძალას, ადამიანებს უყვართ ძალა, ენდობიან ძალას, რომელიც მათზე ძლიერია და როდესაც შენ აქ ნეკნებს აჩვენებ, როცა საცოდავი ხარ და ორი კიტრიც არ მოაქვთ შენთან, ერთი კიტრი მოაქვთ, რომ შემთხვევით არ გაგექცეს და ორი კიტრი არ ჭამო ერთის მაგივრად. შეიძლება სიბრალულის ობიექტი გახდეს, მაგრამ საცოდავი ლიდერი ვერასოდეს ვერ იქნება“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.