უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა. პიტერ სიიარტო დაბლოკვის მიზეზზე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ახალ ავსტრიელ კოლეგასთან ზაკარპატიაში უნგრული თემის უფლებების მუდმივ დარღვევასთან დაკავშირებით.

მე ძალიან ვაფასებ ბეატე მაინლ-რაიზინგერის დახმარების მზადყოფნას , მაგრამ სიტუაცია უცვლელი რჩება: მიუხედავად მუდმივი დაპირებებისა და ლამაზი სიტყვებისა, უკრაინის მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია უნგრული თემისთვის უმცირესობის უფლებები, რომლებიც წაერთვა 2015 წლიდან.

ამგვარად, სანამ ეს სამწუხარო ვითარება შენარჩუნდება, ვერ იქნება პროგრესი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში“, - წერს სიიარტო.