ვოლსკი ბესო ხარძიანის საქმეზე: ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან

ვოლსკი ბესო ხარძიანის საქმეზე: ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც უნდა შეფასდეს.

ვოლსკიმ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა.

„იმ რეალობის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული და ძალიან მწვავე ეპიზოდია აღწერილი, როდესაც ნაწამები ადამიანი და ასეთი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანი პრაქტიკულად დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, რომელიც სადისტური მეთოდებით მართავდა საქართველოს, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო კონკრეტული სტრუქტურა „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან და დიდი ამბიციებით ესაუბრებიან საზოგადოებას.

პოლიტიკური შეფასება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ვინაიდან წარსულის გამოძახილით დღეს განაპირობებს საქართველოში რევოლუციურ სცენარს და ამ რევოლუციური სცენარის სათავეში კვლავ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ბოროტება ჩაიდინეს მმართველობის პერიოდში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის" დროს, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.