სერბეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ

სერბეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ

სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის განცხადებით, რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში.

„მე ძალიან მადლიერი ვარ რუსული სპეცსამსახურების, რომელიც ყოველთვის გვიჭერდა მხარს ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველ რიგში, ინფორმაციულად. მათ იციან, როგორი საფრთხე ემუქრებოდა სერბეთს“, – განაცხადა ვულინმა „რიასთან“ ინტერვიუში.

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, როდესაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში კორუფციის გამო მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.