გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი ესტონეთის სამხედრო ბაზაზე ბრიტანელ სამხედროებს შეხვდა და ტანკითაც გადაადგილდა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ ესტონეთში დისლოცირებული 900-მდე ბრიტანელი სამხედრო მოინახულა, რომლებიც ბალტიისპირეთში, ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფარგლებში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ქვეყანას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან იცავენ და შეხვდა და გაესაუბრა ფრანგ და ესტონელ ჯარისკაცებსაც.
პრინცი უილიამი ასევე დაესწრო საწვრთნელ პროგრამას და დაათვალიერა ადგილზე წარმოდგენილი შეიარაღება. ვიზიტის განმავლობაში პრინცმა უილიამმა მოინახულა უკრაინელი ლტოლვილებიც.