სტამბოლში დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, იმართება

სტამბოლში დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, იმართება

სტამბოლში ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია, უკვე მესამე დღეა, გრძელდება.

ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციების მიმართ ტოლერანტობა არ იქნება, ქუჩაში ასიათასობით ადამიანია გამოსული და ქალაქის მერის დაკავებას აპროტესტებს. აქცია ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე ლოკაციაზე აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების უკან დასახევად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი.

ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს.