აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის სრული შეწყვეტა, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება.
„რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან მალე ცეცხლის სრული შეწყვეტა გვექნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვიდრე ახლა საუბრობს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიის დაყოფის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.