ირაკლი ზარქუა: რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში - რეიტინგი არ აქვთ, ვერც იმას იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო

ირაკლი ზარქუა: რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში - რეიტინგი არ აქვთ, ვერც იმას იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო

რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან, რადგან ელოდებიან პატრონებისგან რა მესიჯი ჩამოვა, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში - რეიტინგი არ აქვთ და ისევ იმას ვერ იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით საუბრისას.

„გაჟონვის თემაც წარსულს ჩაბარდა და რა ქნან ახლა? თან ის მზეთუნახავიც [მიხეილ სააკაშვილი] გაბრაზებულია, აწვება ამათ, რატომ ხარ ჩუმადო. ჩემი „ხაბე” გააღვიძეს, ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. იქიდან კიდევ ერთი „ნაცაქტივისტი" ამბობს, რომ ჩვენ მონაწილეობას კატეგორიულად არ მივიღებთო, „ხაბე” ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხაზარაძეები დუმან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.