გიორგი ვოლსკი: როდესაც ეუბნები, დაუპირისპირდი პოლიციას და მე მოგცემ შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი

გიორგი ვოლსკი: როდესაც ეუბნები, დაუპირისპირდი პოლიციას და მე მოგცემ შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ აღიარებას ეხმიანება, რომელიც მის ფონდს ეხება.

„როცა ეუბნები, რომ დაარღვიე კანონი, გადაგიხდი, მაშინ, როდესაც ეუბნები, რომ დაუპირისპირდი პოლიციას ფიზიკურად და მე მოგცემ ჩაჩქანსაც და შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში აღიარა ის, რასაც პროკურატურა ედავება - ჟორჟოლიანი საჯაროდ დებს პირობას, რომ თუ მის ფონდს ყადაღა აეხსნება, შეგროვებულ თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.