შაბათს, პლანეტა ვენერა დედამიწასა და მზეს შორის გაივლის. აღნიშნულ მოვლენას "ქვედა შეერთებას", ან "ვენერას კოცნას" კოცნას უწოდებენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ექსპერტების განმარტებით, ეს სანახაობა უკიდურესად ძნელი შესამჩნევია სპეციალური აღჭურვილობისა და გაწვრთნილი თვალის გარეშე.
"მზის ნათება ძალიან ართულებს მოვლენის დანახვას", - განაცხადა ჩიკაგოს, ადლერის პლანეტარიუმის სპეციალისტმა.
"შეერთება" ხდება მაშინ, როდესაც ცაზე ორი ციური სხეული ჩნდება ერთმანეთთან ახლოს. ეს შეიძლება იყოს ორი პლანეტა ან პლანეტა და მზე. ვენერას "ქვედა შეერთება" ხდება მაშინ, როდესაც პლანეტა გადის მზესა და დედამიწას შორის.
აღნიშნული "შეერთება" ხდება დაახლოებით ყოველ 19 თვეში იმის გამო, თუ როგორ ბრუნავენ ვენერა და დედამიწა მზის გარშემო. "ქვედა შეერთების" მომენტი აშშ-ის დროით დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდება.
"ზოგი ამას ვენერას კოცნას უწოდებს, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან“, - თქვა ასტრონომმა გერი ოლბრაიტმა
ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ასტრონომის, გერი ოლბრაიტის განმარტებით, "ქვედა შეერთების" მომენტს ზოგიერთი ექსპერტი "ვენერას კოცნას" უწოდებს, რადგან ამ მომენტში დედამიწა და ვენერა ძალიან ახლოს მიდიან ერთმანეთთან.