ჩვენ არაერთხელ გვინახავს ოპოზიციის შეცვლილი პოზიცია და ამ შემთხვევაშიც, მათი პოზიცია ცალსახად იქნება დამოკიდებულები იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან ამ საარჩევნო მარათონისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
„ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომელსაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით რატომღაც, თავისი საკუთარი გეგმა არ აქვთ და არც არასოდეს ჰქონიათ. ისინი გარე აქტორების დავალებების შემსრულებლებად გვევლინებიან. ეს გარე აქტორები უკვე ცხადია საზოგადოებამ იცის უკვე, მე მგონი ძალიან ხშირად ვახსენებთ კიდევაც ამ ძალებს, ეს არის „დიფ სთეითი“ და მისი საცეცები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი შეცვლილი პოზიცია და ამ შემთხვევაშიც, მათი პოზიცია ცალსახად იქნება დამოკიდებულები იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან ამ საარჩევნო მარათონისთვის“, - აღნიშნა სალიამ.