სააკაშვილის მრჩეველსა და ლობისტს ევროპარლამენტში, რაფაელ გლუკსმანს თეთრი სახლის პრესმდივანმა დაბალი რანგის პოლიტიკოსი უწოდა და ურჩია ამერიკის მიმართ მადლიერება გამოხატოს

სააკაშვილის მრჩეველსა და ლობისტს ევროპარლამენტში, რაფაელ გლუკსმანს თეთრი სახლის პრესმდივანმა დაბალი რანგის პოლიტიკოსი უწოდა და ურჩია ამერიკის მიმართ მადლიერება გამოხატოს

თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა და შეახსენა მას, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ.

„ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ეს კომენტარი რაფაელ გლუკსმანის განცხადების პასუხად გააკეთა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა და ლობისტმა ევროპარლამენტში, რაფაელ გლუკსმანმა ამერიკელებს თავისუფლების ქანდაკების უკან დაბრუნება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში ის „თავს შესანიშნავად იგრძნობს“.

„ჩვენ ვაპირებთ ორი რამ ვუთხრათ ამერიკელებს. პირველი: უკან დაგვიბრუნონ თავისუფლების ქანდაკება, ჩვენ ის გადმოგეცით როგორც საჩუქარი, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ გეზიზღებათ ის და ის აქ, ჩვენთან თავს შესანიშნავად იგრძნობს. დავიღალეთ იმით, რომ მისი პატარა ვარიანტი გვაქვს, გვინდა გვქონდეს დიდი, რომელსაც წავაწერთ ლექსს: „ის ეკუთვნის თავისუფალი ფიქრისთვის თითოეულ დევნილს, მათ, ვისაც დაჰპირდნენ აღთქმულ მიწას, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს და აღქმული მიწა თავისუფლების მოყვარულთათვის უდაბნოდ იქცა“, - განაცხადა გლუკსმანმა თავისი პარტიის ყრილობაზე.

რაფაელ გლუქსმანი ეკატერინე ზღულაძის ყოფილი მეუღლეა. ზღულაძე 2006-2012 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე. ამ თანამდებობაზე დარჩა მერაბიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგაც. 2012 წლის სექტემბერში შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომის შემდეგ, რაც საპატიმროებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების გამოაშკარავებას მოჰყვა, ზღულაძე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა დროებით 2012 წლის 20 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ოქტომრამდე.