რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არა თუ ჩვენს ქვეყანაში! - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
როგორც მან აღნიშნა, რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა ადგილობრივი აგენტურა, იგივე ფსევდოლიბერალი ფაშისტები, ახლა სხვა თემებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და “მორალურ რეაბილიტაციას”.
„რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა ადგილობრივი აგენტურა, იგივე ფსევდოლიბერალი ფაშისტები, ახლა სხვა თემებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და “მორალურ რეაბილიტაციას”. თუმცა, ასეთი ფართხალის დროს, ბოღმის ჭაობში უფრო ეფლობიან და საკუთარ სახეს უკეთ აჩვენებენ საზოგადოებას: რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არა თუ ჩვენს ქვეყანაში! უდიდესი მხარდაჭერა და წარმატება საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელს ყველგან და ყოველთვის - ქართულ, ეროვნულ საქმეში! და, რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, დღესაც უნდა მოვიგოთ“, - წერს მამუკა მდინარაძე.