გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე, დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - მათ ძალიან კარგად ესმით, რომ განწირული არიან მარცხისთვის და არ უნდათ უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან.
„გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს გადათქვამენ. ეს არის რეალურად რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთან ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, ისინი რაიმე ქვეყნის ინტერესს, ან სამშობლოს ემსახურებოდნენ, მათ აქვთ თავიანთი დავალება. იმ ძალებს აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, რომ როცა საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.