ვიქტორ ორბანი: ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად. პირველ რიგში ქრისტიანული თვალსაზრისით და მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგანაც ომი ძალიან ძვირი ჯდება

ვიქტორ ორბანი: ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად. პირველ რიგში ქრისტიანული თვალსაზრისით და მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგანაც ომი ძალიან ძვირი ჯდება

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დასრულება არამხოლოდ ჰუმანური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც არის აუცილებელი, რადგანაც ომის გამო ფასები იზრდება და სოციალური ვითარება უარესდება.

„უნგრელებს კვლავ ძალიან მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად. პირველ რიგში ქრისტიანული თვალსაზრისით, რადგანაც ჩვენ ვკარგავთ ათასობით სიცოცხლეს ყოველდღიურად, რაც სრულებით ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგანაც ომი ძალიან, ძალიან ძვირი ჯდება. ფასები ყველაფერზე გაზრდილია და უნგრეთმა დაკარგა ექსპორტი შესაძლებლობა რუსეთში. ახლა საბედნიეროდ გვყავს ლიდერი, ვგულისხმობ პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც გვჭირდება არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ მას. მე მხოლოდ მიხარია, როდესაც ლიდერები სხდებიან მაგიდასთან, რათა ისაუბრონ მშვიდობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ წყვეტს ომზე საუბარს.