მაია ბითაძე: ამ ფონდის მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება, როგორც გილაურმა დაწერა. სინამდვილეში, კარგად ვიცით, დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რთული პროცესი დაიწყო ოპოზიციამ

მაია ბითაძე: ამ ფონდის მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება, როგორც გილაურმა დაწერა. სინამდვილეში, კარგად ვიცით, დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რთული პროცესი დაიწყო ოპოზიციამ

მიაჩვიეს ჩვენი ყური, რომ დემოკრატიის სახელით, პრაქტიკულად გარკვეულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებენ სხვადასხვა სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გვტკივა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ფონდის, რომლის თაობაზე ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური სტრუქტურებიდან შევიტყვეთ, მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ნიკა გილაურმა დაწერა.

„სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სწორედ ამგვარი ლობისტური საქმიანობის შედეგია და დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან რთული პროცესი დაიწყო ჩვენმა ოპოზიციამ. სწორედ ამგვარი დაფინანსებებით, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გადაყენება მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო გამხდარიყო მარიონეტი სხვა სახელმწიფოების და სხვა გლობალური ძალების ხელში. ყურმოჭრილად შეასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელსაც მას მისცემდნენ.

ვხედავთ, რომ ახლა იწყებს ლობისტურ საქმიანობას და ვითომ სიკეთის მოტანა უნდა საქართველოსთვის, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს ნანახი რა სიკეთეები მოუტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენ ქვეყანას, მათ შორის რუსეთისთვის დამატებით ტერიტორიების ჩაბარებით, ვიდრე იყო უკვე დაკარგული. ოფიციალური გაფორმებით ოკუპაციის და ასევე, ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ბევრი სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადაეცა სწორედ მათი [ხელისუფლების დროს]“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.