მაია ბითაძე გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას

მაია ბითაძე გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას

გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ნიკა გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხის შეფასებისას.

მაია ბითაძის თქმით, ეს ძალიან დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას. თუმცა, ეს ძალიან დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გილაური, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ შეუწყვეტია, ბუნებრივია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, გვევლინება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად, ვიტყოდი ანტილობისტური კამპანიისა საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ მიუხედავად დახარჯული მილიონებისა და შეიძლება მილიარდებისა, წლების განმავლობაში, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ იღებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა მათი ქმედება დასრულდა კრახით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო მაია ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ხართ?! ან იქნებ თავს ისულელებთ?! რა არის აქ გაუგებარი, ამ მთავრობის ხელში გილაური ბოლომდე "ფრთებს" ვერ გაშლის, მის უკიდეგანო ამბიციებს ვერ დაიკმაყოფილებს, რადგან ის არის ხელისუფლების ცნობილი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. არც არის გასაკვირი იმიტრომ, რომ საქართველოს ბანკი რომელთანაც რაღაც ძალიან კონსპირაციული კავშირი აქვს ბატონ ნიკას არის სრულიად ბრიტანული კორპორაციების მფლობელობაში. ბრიტანელები კი გენეტიკურად და ყველა სხვა ასპექტებში კოლონიზატორები და კოლონიალური სისტემის ფუძემდებლები არიან! ბრიტანელებს საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ აღიზიანებთ და ყველანაირად ეცდებიან საქართველო ფეხქვეშ გაიგონ! ამის ერთ-ერთი მთავრი აღმასრულებელი არის და იქნება "საქართველოს ბანკი". ამიტომ ბატონ ნიკას ინტერესებში არის და ამავე დროს დავალებაც აქვს ასეთი ბრიტანული "სიტისაგან" ხელი შეუწყოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას და გლობალისტური მართვის განმტკიცებას. უნდა შეგახსენოთ დიდი ეკონომისტის თომას დაინინგის ციტატას, რომელიც შემდეგ მარქსმა გაიმეორა - "კაპიტალი... გაურბის ხმაურს და ბოროტად გამოყენებას და გამოირჩევა მორცხვი ბუნებით. ეს ასეა, მაგრამ ეს არ არის მთელი სიმართლე. კაპიტალს ეშინია მოგების არარსებობის ან ძალიან მცირე მოგების, როგორც ბუნებას ეშინია ვაკუუმის. მაგრამ თუ საკმარისი მოგებაა, კაპიტალი გაბედული ხდება. მიეცით 10 პროცენტი და კაპიტალი ეთანხმება ნებისმიერ განცხადებას, 20 პროცენტით იგი ყველაფრისთვის მზადაა? 50 პროცენტზე ყველა ადამიანური კანონების დარღვევა შეუძლია, 300 პროცენტით არ არსებობს დანაშაული, რომელსაც ის არ გარისკავს, ოღონდ ხმაურმა და ბოროტად გამოყენებამ მოგება მოიტანოს, კაპიტალი ხელს შეუწყობს ორივეს: კონტრაბანდას და მონებით ვაჭრობას.
8 საათის უკან