საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი  თუ  ევრაზიული კავშირი (მეექვსე  ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეექვსე ნაწილი)

იმ აზრის დასამტკიცებლად, რომ საერთაშორისო საბანკო კარტელებსა და კორპორაციებს  კაცობრიობაზე  გასაბატონებლად  მსოფლიო მთავრობის შექმნა სურთ, ამის შესახებ უკვე უამრავი დოკუმენტური მასალა დაგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანტისაკაცობრიო იდეების ავტორები და განმხორციელებლები ფარულად და შენიღბულად მოქმედებენ.

ბევრი ფიქრობს და ლოგიკურადაც, რომ ამ იდეას  მისი სასარგებლოდ გამოყენების შემთხვევაში  ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის, რადგან გლობალური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მაღალტექნოლოგიური პროექტების ფუნქციონირება  სახელმწიფოთა  ეკონომიკურ ინტეგრაციასა და სხვადასხვა ცივილიზაციათა  ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ეს ასეც არის,   მაგრამ,  როცა აღნიშნული იდეის დამკვიდრებისთვის იბრძვიან თავიანთი სიხარბითა და ადამიანთა სიცოცხლისა და უფლებების  გათელვაზე მეოცნებე ცნობილი  ადამიანების საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ სამყაროს გადარჩენის მოტივით ისეთ საზარელ კონცეფციებს ამუშავებენ, რომ მათი განხორციელების შემთხვევაში მსოფლიო ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსება, სადაც ადამიანების რაოდენობაც  კი მათი დაუსაბუთებელი  სურვილით იქნება  განსაზღვრული,  ეს განგაშისა და დაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

სიკეთის კეთების ამბიციას, როგორც წესი, არავინ მალავს. მალავენ მხოლოდ ბოროტების ქმნის გეგმებსა და ბოროტ ქმედებას. ამიტომაც მიიპყრო დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება ყველაზე გავლენიანმა საიდუმლო ორგანიზაციებმა:  ”სამასთა კავშირმა” და ”ბილდერბერგის კლუბმა,” რომლებშიც ამერიკელი მილიარდერების როკფელერების გარდა გაერთიანებულნი არიან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელები, ამერიკის პრეზიდენტები და გუბერნატორები, სხვადახვა ქვეყნების დიდი ბიზნესის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და თვით სამეფო ოჯახების წევრებიც კი. 

მთავარი და ყველაზე საშიში მათ საქმიანობაში ის არის, რომ მათი კონცეფციის მიხედვით კაცობრიობა თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე იმყოფება, რადგან ადამიანების  უკონტროლო გამრავლების პირობებში დედამიწის  ბიორესურსების ჭარბი მოხმარების შედეგად მოხდება  მისი ამოწურვა და ჩვენი პლანეტა  ვეღარ  უზრუნველყოფს  კაცობრიობის  სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, რაც ციცილიზაციის სრულ მოსპობას გამოიწვევსო. ამიტომ აუცილებლობად მიიჩნევენ  ეროვნული სახელმწიფოების სრულ ლიკვიდაციას,  დემოკრატიული ინტიტუტების  ძირფესვიანად გაუქმებასა და მთელი მსფლიოს ერთი ცენტრიდან მართულ ტოტალიტარულ რეჟიმში მოქცევას.

მათ კაცობრიობის როდენობაც კი აქვთ განსაზღვრული და იგი, თურმე, არ უნდა აჭარბებდეს 500 მილიონ ადამიანს, ხოლო დანარჩენი მილიარდობით ადამიანი უნდა გაიჟლიტოს მართული ქაოსით, შიმშილით, იძულებითი სტერილიზაციითა და  ხელოვნურად გავრცელებული ვირუსების საშუალებით. ისინი ეყრდნობიან ინგლისელი სოციოლოგის  თომას  მალთუსის იდეას, რომელიც დესპოტიზმსაც უჭერდა მხარს, რომ, როგორც თავად ამბობდა: ”მოსახლეობის და არსებობის საშუალებათა ზრდის თანაფარდობის კანონი” არ დარღვეულიყო.

ამ იდეით თავის დროზე გერმანელი რასისტები დაინტერესდნენ და დიდი უბედურებაც დაატრიალეს მსოფლიოში, ხოლო ახლა თავიანთი არანაკლები ამაზრზენი კონცეფციის ფუნდამენტად აქციეს აღნიშნული საიდუმლო ორგანიზაციების მესვეურებმა.

ვითომცდა მსოფლიოსთვის სიკეთის კეთების მოტივით ხსენებულ გავლენიან ძალებს სურთ  მსოფლიოზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება და მასზე მცხოვრებ ხალხებზე სრული გაბატონება, რაც ნიშნავს კაცობრიობის ბუნებრივი განვითარებისათვის გზის გადაკეტვას და  მისთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოსპობას. იმის ნაცვლად რომ ამ გავლენიანმა ძალებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, იზრუნონ  ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის, რაც თანდათანობით არარაციონალურ დემოგრაფიულ ბუმს ბუნებრივად ამცირებს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში მოხდა, სადაც, ამჟამად მოსახლეობის რეპროდუქციის პრობლემის წინაშეც კი  დადგნენ, პირიქით, ახორციელებენ  ასეთი ქვეყნების ბუნებრივი რესურსების აშკარა ძარცვას და ფინანსური მაქინაციებით მათი მოსახლეობის არნახულ გაღატაკებას.

ამავე დროს, ამ მიზანთროპ თეორეტიკოსთა საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ კაცობრიობას გააჩნია მის წინაშე მდგარი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემების მოგვარების გასაოცარი თვისება მისთვის მინიჭებული გონების სასწაულმოქმედებათა წყალობით. მისი ნაყოფია სწორედ ის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რომელმაც ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე ბევრად კომფორტული გახადა. ის, რაზეც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში ოცნებობდნენ, დღეს მათი დიდი ნაწილი ასრულდა. ადამიანმა მფრინავი ხალიჩაც გამოიგონა, წყალქვეშ ცურვაც ისწავლა, მთვარეზეც დაჯდა,  ხოლო ჯადოსნური სარკე ყველა ჩვენთაგანის ხელშია ვიდეოტელეფონითა და სკაიპის მეშვეობით.

ხოლო, ის, რაზეც ახლა ოცნებობს ადამიანი, ბევრად მალე ასრულდება, რადგან თავად ბუნება თავისი უსასრულო მრავლაფეროვნებით ამოუწურავი აღმოჩენების შესაძლებლობებს იძლევა, როგორც ბუნების საიდუმლოებათა  წვდომაში ადამიანის ტვინის ლტოლვის ენერგიაა ამოუწურავი. ამასთან ერთად, სამყაროს ტექნოლოგიურ მოდერნიზებას უკვე ემსახურება ახალი ნანოლაბორატორიები, რომელთა ექსპერიმენტების საფუძველზე ფუტუროლოგები, ანუ იგივე ახალი ჟიულ ვერნები, იაფი და ულევი ინოვაციური ენერგიების წყაროების აღმოჩენებს წინასწამეტყველებენ.

ასევე, ე.წ. ცივი თერმობირვული რეაქციებით  რეაქტორებში  ნებისმიერი მატერიიდან საჭირო ელემენტების ამოღების თეორიებს ამუშავებენ, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს საჭირო ნედლეულის ამოუწურავი მარაგები შექმნან.  მთვარესა თუ მარსზე ადამიანთა დასახლებების შექმნის პროექტებიც განხილვისა და გადაწყვეტის  სტადიაშია, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერი დაავადებული  ორგანოს ხელოვნურად შეცვლის წარმატებული ოპერაციები კარს არის მომდგარი, რაც ადამიანთა გაახალგაზრდავებასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს მიღწევადს გახდის.  

წარმოების მასშტაბური მაღალტექნოლოგიური რობოტიზაცია კი იმდენად სწრაფად უზრუნველყოფს მთელი საზოგადოების მატერიალურ მოთხოვნილებას, რომ კაცობრიობა აღნიშნული რეალობისთვის მოსარგებად საკუთარი სოციალური ურთიერთობების შესაბამისი ცვლილებების აუცილებელი განხორციელების წინაშე დადგება, რაც ბევრად უფრო ჰარმონიული და სამართლიანი უნდა გახდეს.   

”ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ  ინტერნეტის საშუალებით უამრავი საინტერესო მასალის მოძიება შეიძლება, მაგრამ მათ შორის  ერთ-ერთ გამორჩეულად მიმაჩნია ამერიკული დოკუმენტური  ფილმი: ”300-თა კომიტეტი, ახალი მმსოფლიო წესრიგი.”  კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და ამ ფილმს თავიდან ბოლომდე  უყურებთ:  http://rideo.tv/video/12684/

მასში, სწორედ,  საკმაოდ დამაჯერებელი და მყარი დოკუმენტების საფუძველზე ბილდერბერგის კლუბის შეხვედრებისა და მათი კონცეფციების შესახებ  არის მსჯელობა.  რა თქმა უნდა, ურწმუნო თომას მსგავსი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არაფერს დაიჯერებენ და ქირქილსაც ატეხენ კონსპიროლოგიური თეორიების დასაცინად. მათი დაჯერების  ფუჭი მიზანი არც მე მაქვს. ამასთან დაკავშირებით,   გავიხსენებ,  მხოლოდ,  ერთ  დამაფიქრებელ ანეგდოტს, რომელიც, ვიცი, ბევრს მოსმენილიც ექნება, მაგრამ კვლავ მოსმენა, ვფიქრობ,  არ გვაწყენს: ცხვრებს მიერეკებიან სასაკლაოზე და ერთი ცხვარი ეუბნება მეორეს - ახლა სადაც შეგვყრიან, იქ დაგვხოცავენ, გაგვატყავებენ, ხოლო ჩვენს ხორცს გასაყიდად გაიტანენო, ამაზე მეორე პასუხობს - მაგ ზღაპრების როგორ გჯერა, მე უფრო შეგნებული მეგონეო. 

მოვიყვან ზემოთ აღნიშნული ვიდეოფილმიდან  მხოლოდ ერთ ფრაზას, რომელიც მსოფლიო მთავრობის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს დევიდ როკფელერს ეკუთვნის: ”ჩვენ ვიმყოფებით გლობალური სახეცვლილების ზღვარზე. რაც ახლა ჩვენ გვჭირდება, ეს არის სწორად ორგანიზებული მეგაკრიზისი და ერები მიიღებენ ახალ მსოფლიო წესრიგს.”

მსოფლიოზე გლობალური გაბატონების ორგანიზატორთა დანაშაულებრივი საქმიანობის  შესახებ ყველაზე ამომწურავად და საქმის ცოდნით წერს ამერიკელი პუბლიცისტი დოქტორი ჯონ კოლემანი, რომელიც მანამდე ინგლისის სპეცსამსახურებში მუშაობდა, ამიტომ სადაზვერვო საიდუმლო მასალებთან უშუალო შეხება გააჩნდა. ამასთან, აღნიშნულ სფეროს 30 წლის მანძილზე იკვლევდა.  ამ საკითხში გარკვევის მსურველ ადამიანებს ვურჩევ მისი წიგნის: ”300-თა კომიტეტი,  მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებების” რუსულად თარგმანის აუდიოჩანაწერის მოსმენას:  http://www.youtube.com/watch?v=X0gRcm2kHAU

საერთოდ, ამგვარ თემებზე პროფესიონალურად უნდა მუშაობდეს ქართული მედია საშუალებებიც, რომ ქართველი ხალხისთვისაც ფართოდ გახდეს  ცნობილი ეს მოვლენები, რათა შემდგომ თავად განსაჯოს და დასკვნები თავად გააკეთოს, მაგრამ ამ თემების მიმართ მედიასუბიექტების  გულგრილობა იმ ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ მათი უმრავლესობა დასავლეთის იდეოლოგიის  სამსახურში დგას და მის ინტერესებს ერთგულად ემსახურება.

აღნიშნულ  თემაზე საუბარს დავასრულებ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან ამონარიდებით. გამსახურდიას მოღვაწეობის შეფასებები ერთსახოვანი რომ ვერ იქნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მისი ეროვნულ - სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები   სხვადასხვა  შედეგების მომტანი იყო,  ეს არ უნდა იყოს საკამათო, მაგრამ,  ასევე,  უდავოა ის  ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია  ნამდვილად არაორდინარული აზროვნებისა და ინტუიციის მქონე პიროვნება იყო. ამის დასტურია თუნდაც ქვემოთ მოყვანილი ინტერვიუ, რომელიც 1992 წელს არის ჩაწერილი.

იმ დროს, როცა არნახული ცალმხრივი პროპაგანდის წყალობით  დასავლური დემოკრატიის ხიბლში იყო  პოსტსაბჭოური ქვეყნების თითქმის მთელი მოსახლეობა და სამართლიანობასა და კეთილდღეობას მხოლოდ მისგან ელოდა, სწორედ მაშინ გამსახურდია საოცარი სიზუსტით წარმოაჩენს  დასავლური დემოკრატიის ნამდვილ სახეს და მის რეალურ მტაცებლურ ბუნებას, გამორჩევით მესამე სამყაროს ქვეყნების მიმართ. დიდი ვარაუდით, ამ სიმართლის თქმისთვის ის საბოლოოდ გაწირეს.

წაიკითხონ და გაიცნობიერონ ზვიად გამსახურდიას მოსაზრებები და შეხედულებები დასავლური ფარისევლური დემოკრატიის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირებმა, რომლებიც გამსახურდიას იდეების ერთგულებაზე დებენ თავს,  შემდეგ ნაცრეჟიმის ანტიეროვნული პოლიტიკის გამტარებელნი გახდნენ პატრიოტული ნიღბით (მხედველობაში მყავს მალაშხია, წიკლაური, ხერხეულიძე და სხვა მრავალი)  აშშ-ის დროშის ფრიალის ქვეშ და მისდამი აშკარად მარიონეტული პოლიტიკის გატარებაში ხედავენ საქართველოს სასიკეთო მომავალს:

”დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში…”

”ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი.”

”სწორედ, ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების  დეგრადაციისა.... დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.” წყარო: http://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

ჩვენ კი ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი სრულიად საპირისპირო იდეალების მქონე ”კლუბში” გვეპატიჟება, სადაც არ იქნებიან არანაირი ეროვნული სახელმწიფოები, ეროვნებები და ეროვნული კულტურები. პირადად მე ეგეთ კლუბს სიამოვნებით მივაფურთხებდი, რადგან ეროვნული ცივილიზაციებისადმი ასეთი მკვეთრად გამოხატული ზიზღი და მათ მოსასპობად  განსაზღვრული სტრატეგია საბჭოთა კავშირის სივრცეშიც კი არ არსებობდა. მაგრამ საოცარი ის არის, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ისეთი მასშტაბის მანიპულირებას ახერხებენ, რომ ამის შედეგად ადამიანებს მართლაც ცხვრის ფარასავით იოლად მიერეკებიან სასაკლაოზე.

ერთადერთი, რაც მსოფლიოს ახალი წესრიგის  არქიტექტორებს  მსოფლიოზე გაბატონების პროექტის განხორცილებაში ხელს უშლით, ეს  ამერიკისა და ნატოს საპირწონე მზარდი და პერსპექტიული განვითარების  ეკონომიკების მქონე დომინანტური ჩინეთისა და რუსეთის სახელმწიფოების წარმოქმნაა ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ორივე ატომური იარაღის მფლობელი და მოდერნიზებადი  სამხედრო არმიის მქონე ქვეყანაა, რომელთა ცალ-ცალკე დამარცხებასაც კი ნატოს ჯარები ვერ შეძლებენ მსოფლიოს სრული მოსპობის რეალური საფრთხის გარეშე. ამიტომ ნატო რაციონალური მოსაზრებებით ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს, ვიდრე მსოფლიოზე ახალი ამერიკული ჰეგემონიზმის ტალღის წარმოქნით მათთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას. სწორედ ამ მიზეზით მოხდა  ნატოს მხრიდან სირიისა და ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებისა და მათი ოკუპაციის გეგმის განხორციელებაზე უარის თქმა.

ამავე დროს, როგორც მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა, რომელიც ტრადიციულად უფრო ძლიერია საკუთარ ფინანსურ ელიტაზე,  მსოფლიო მთავრობის შექმნის ავანტიურისტულ იდეას არ იზიარებენ და მის საწინაარმდეგოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვაზე  აკეთებენ აქცენტებს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ”მსოფლიოს ახალი წესრიგის” კონცეფციის გარშემო  სამყაროს ყველაზე მძლავრი ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო ელიტების გაერთიანების შემთხვევაში, მსოფლიო მთავრობის შექმნისა და კაცობრიობის დამონების პროექტის განხორციელებას წინ ვერავინ და ვერაფერი გადაეღობებოდა. სხვათა შორის, ზემოთ ნახსენები დოქტორი ჯონ კოლემანი თავის წიგნში წერს, რომ ”სამასთა კომიტეტის” წევრებმა საბჭოთა კავშირის ლიდერებს ჯერ კიდევ  70-იან წლებში შესთავაზეს ”ახალ მსოფლიო წესრიგში” მონაწილეობის მიღება, მაგრამ უარი მიიღესო.

პრეზიდენტ ელცინის პერიოდში განხორციელდა რუსეთიდან აშშ-ში ასობით ტონა გამდიდრებული ურანის გატანა, ვითომც და განიარაღების მოლაპარაკების საფუძველზე, რომელთა ღირებულება,  ზოგიერთების შეფასებით, ტრილიონობით დოლარს შეადგენდა,  მიზანი კი ერთადერთი იყო, რომ რუსეთს ახალი კლასის ატომური იარაღის შექმნის პოტენციალი სრულიად დაეკარგა, რაც მას თანდათანობით  არსებული ატომური იარაღის მოძველებისა და მწყობრიდან გამოსვლის კვალდაკვალ მის მფლობელთა რიგებიდან გამოიყვანდა, თუმცა ბოლომდე ვერ შესრულდა ჩანაფიქრი.  არადა, უკანასკნელი 70 წლის ისტორია ადასტურებს, რომ ჰეგემონ სახელმწიფოებს შორის მასშტაბური ომისგან შემაკავებელ პირობას სწორედ ატომური იარაღი წარმოადგენს, რომელთა მთელი სიმძლავრით გამოყენება არავის ტოვებს მოგებულს.  ამიტომ, როგორც ჩანს, არც ერთადერთი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ერთი გაერთიანების  ხელში ატომური იარაღის ყოფნა ვარგა, რაც მათში დაუსჯელობის სინდრომის გამღვივებელი შეიძლება გახდეს და ამ იარაღის არ მქონე მთელი მსოფლიო მუდმივი შანტაჟისა, ან უფრო უარესი, მისი მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს, მითუმეტეს, ამის გამოცდილება ამერიკის მხრიდან იაპონიასთან ჩვეულებრივი შეიარაღებით დაპირისპირების დროს 1945 წლის აგვისტოში მისი მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ორი ქალაქის სრული ამობუგვით  უკვე მიიღო მსოფლიომ. ასე რომ, რუსეთისა და ჩინეთის ატომური პოტენციალი  მსოფლიოს   ბნელი ძალების ხელ-ფეხ შემკვრელი ფაქტორია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რუსეთი და ჩინეთი ამ ეტაპზე პროგრესულ როლს ასრულებენ, რომ არ ერთვებიან მიზანთროპი გლობალისტების ანტისაკაცობრიო თამაშებში, თუ მათ ამაზრზენ გეგმებს თამაშები შეიძლება ვუწოდოთ.

ახლა კი მივიღოთ ალტერნატიული ინფორმაცია ამერიკისა და დასავლეთის რეალური სახის შესახებ, რაშიც დაგვეხმარება დოკუმენტური ფილმი სათაურით: ”აშშ სიკეთის იმპერია”: http://www.youtube.com/watch?v=X_QxrgGMXic

დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ სათაურში საკმაო სარკაზმია გარეული. მასში მოცემულია 1948 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის დაგეგმვის ცენტრის ხელმძღვანელის ჯორჯ კენანის გამონათქვამი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ  აშშ-ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკის  ქვაკუთხედად იქცა: ”ჩვენ გვეკუთვნის მსოფლიო სიმდიდრის 50%, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს წარმოვადგენთ. უახლოესი ხანების ჩვენი ამოცანაა მსოფლიოში ისეთი ურთიერთოებების სისტემის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ასეთი დისპროპორცია  ჩვენი უშიშროებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. რომ მივაღწიოთ ამას, ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს სენტიმენტალობასა და რომანტიკულობას და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ნაციონალურ ინტერესებზე. ჩვენ უნდა შევწყიტოთ აზროვნება ბუნდოვანი კატეგორიებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები. კეთილდღეობის ზრდა ან დემოკრატიზაცია. შორს არ არის ის დრო, როცა მოგვიწევს ძალის პოზიციებიდან მოქმედება. ამიტომ რაც ნაკლები დარჩება ჩვენში იდეალიზმი, მით უკეთესი.”

მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ამჟამად აშშ აწარმოებს მსოფლიო პროდუქციის 15%-ს, ხოლო მოიხმარს მსოფლიო პროდუქციის 40%-ს. ის იქცა პარაზიტ სახელმწიფოდ და ამას ახერხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაქინაციებით და არ ერიდება აშკარა სამხედრო ექსპანსიასაც კი. მას მსოფლიოს ას ქვეყანაში 500 -ზე მეტი  სამხედრო ბაზა აქვს განლაგებული 1 800 000 ჯარისკაცით, ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი გააჩნია და თავისი ქმედებებით რეალურად მსოფლიო ჟანდარმად იქცა.

დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გავრცელების შირმის ქვეშ ამერიკის ტრანსნაციონალური კორპორაციები სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საშუალებით ძარცვავენ მსოფლიოს,  ამბობს ამერიკელი ეკონომისტი და მწერალი უილიამ ეგდალი: ”90-იან წლებში რუსეთი აიძულეს გაევლო ჯოჯოხეთის ყველა რგოლი. რეცეპტი იგივე იყო, რაც ლათინურ ამერიკაში - დაენგრიათ ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაცვა და თვით სახელმწიფო. მათი მიზანი იყო მხოლოდ ბუნებრივი რესურსები. ეს იყო დაგეგმილი გიგანტური ოპერაცია.”

მე ვფიქრობ, მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს პარალელის გავლება ამგვარადვე განადგურებული ეკონომიკის მქონე საქართველოსთან. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩვენთან მიმართებაში გრძელდება, რადგან აშკარად ჩანს, რომ ჩატარებული პრივატიზაციისა, თუ განხორციელებულ-განსახორცილებელი პროექტების დიდი უმრავლესობა  და  აბსტრაქტული საუბარი რომ არ გამომივიდეს,  მთელი სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალსაც გავაკეთებ: ჰიდრო  და თბოელექტროსადგურები, ელექტროგამანაწილებელი კომპანიები, გაზგამანაწილებელი და წყალგამანაწილებელი სისტემები, ოქროს, მარგანეცისა და სხვა მადნეულის საბადოები, შახტები და ქარხნები, კომუნიკაციების საშუალებები, მინერალური წყლები, პორტები და აეროპორტები  სწორედ ის ეროვნული რესურსებია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერისა და უსაფრთხოების საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ჩალის ფასად აქვთ ჩაგდებული ხელში უცხოელ ინვესტორებს და მათი საშულებით წარმოებულ პროდუქციას თუ მომსახურებას მის კანონიერ მესაკუთრეზე, ქართველ ხალხზე  მამასისხლად ჰყიდიან.

დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ხუდონჰესის ამჟამინდელ პროექტსაც სწორედ ასევე უცხოელთა და ადგილობრივი სამთავრობო ელიტის გამდიდრების დანიშნულება გააჩნია სვანეთის სოფლების აყრისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის ძარცვის ხარჯზე, მაგრამ აღნიშნული ელიტის სიჯიუტესა და თავხედობას საზღვარი არა აქვს და საქართველოსთვის ეკონომიკურად წამგებიან პროექტს  დიდ სიკეთედ წარმოაჩენენ, რითაც ტყუპისცალივით ემსგავსებიან თავიანთ ოკეანისგაღმელ მეპატრონეებს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მსოფლიოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების ხელშემწყობი პირობები შეიქმნა, რაც თუ დაეფუძნებოდა სახელმწიფოთა შორის თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს, მაშინ მსოფლიოს მშვიდობიანი და ჰარმონიული განვითარების დიდი შანსები ექმნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად აშშ-მ საკუთარი მონოჰეგემონიზმის განმტკიცების სტრატეგია აირჩია. აშშ-ის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიჩმა ამერიკის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ამოცანა გახდა, რომ არ დაეშვა ევროპასა თუ აზიაში ახალი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი გეოპოლიტიკური  მოთამაშე და ამისთვის სპეციალური მექანიზმების შემუშავება დაიწყეს.

ამის შესახებ საუბრობს რეიგანის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პატრიკ ბიუკანენი. ვულფოვიჩმა 1992 წელს პირდაპირ დაწერა, რომ აშშ-ის მთავარი მტერი ახლა არის რუსეთი და მასთან ომი შესაძლებლად მიაჩნია ლიტვის დაცვის მოტივით. ეს უკვე იმპერიული განაცხადი იყო. იმის ნაცვლად რომ რუსეთი მსოფლიო დემოკრატიის ფერხულში ჩაებათ ეკონომიკურ რეფორმებში დახმარებით, ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა მისი სრული ეკონომიკური გაპარტახება და პოლიტიკური რუკიდან წაშლა მოინდომეს.  ახლა კი, ზოგიერთს უკვირს, თუ რატომ არის განწყობილი რუსეთის ისტემბლიშმენტის დიდი უმრავლესობა ამერიკის მიმართ აგრესიულად და უნდობლად.

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი ამბობს: ”საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველა იმედოვნებდა დემოკრატიასა და ეკონომიკურ რეფორმებზე, მაგრამ შედეგები იყო  გულამაცრუებელი. აშშ  ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტები დაჟინებით ურჩევდნენ რუსეთსა და სხვა ძველ კომუნისტურ სახელმწიფოებს გამოეყენებინათ ”შოკური თერაპია,”  რომლის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობა მნიშვნელოვნად გაღატაკდა. ამგვარად, იმედი რომ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები მოიტანს კეთილდღეობას, დაინგრა. ამასთან ერთად, აშშ მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობას, რომელმაც მთელი ნაციონალური სიმდიდრე გადასცა ხელში ოლიგარქებს, რამაც გააძლიერა უთანასწორობა რუსეთში.”   წყარო:  http://www.voanews.com/russian/news/Stiglitz-Comments-2012-03-22-143771756.html

ცნობილი ეკონომისტის, ე.წ. ჩიკაგოს სკოლის წევრის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმანის ეკონომიკური რეფორმების თეორია, რომელიც ცნობილია ”შოკური თერაპიის” სახელით უკვე გამოცდილი ჰქონდათ  ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომელმაც  თავის დროზე მასობრივ სიღატაკეში  ჩააგდო მოსახლეობა. აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნით ანალოგიური რეფორმების რუსეთში განხორცილებას მოჰყვა ის, რომ მოსახლეობის 70% უმუშევარი ან ხელფასების გარეშე დარჩა, 70 ათასი მოქმედი ქარხანა-ფაბრიკა კი დაიხურა. ეს ყველაფერი ხდებოდა ერთი მუჭა ოლიგარქების არნახულად გამდიდრების ფონზე, მიზანი კი ერთადერთი იყო, რომ ამერიკულ ჰეგემონიზმს გაჩანაგებული და დასუსტებული რუსეთის სახით კონკურენტი არასოდეს ჰყოლოდა. ამის შესახებ გვამცნობს ამერიკული დოკუმენტური ფილმი ”შოკის დოქტრინა” - http://myhit.ge/index.php?FID=1&id=27128

შემდგომში, სწორედ ეს ოლიგარქები და მათი მსახურნი დასავლეთის დირექტივებით მთელი წლების მანძილზე ძარცვავდნენ რუსეთს, ანგრევდნენ მის ეკონომიკას, ინდუსტრიულ  ობიექტებს ჯართად  ჰყიდდნენ, შიმშილის სამსხვერპლოდ წირავდნენ  მოსახლეობას და ამას ყველაფერს აკეთებდნენ დემოკრატიის სახელით.

ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, როცა რუსეთზე ვლაპარაობთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწორედ ანალოგიური ანტისახელმწიფოებრივი რეფორმები ჩატარდა საქართველოშიც, რომელმაც უამრავი ადამიანური ტრაგედია და ეროვნული კატასტროფა მოუტანა ქართველ ხალხს, რისი მოწმეც თითოეული ჩვენთაგანი ვართ. 

ამერიკული იმპერიის მიზნებზე მოკლედ და გასაგებად ამბობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) ყოფილი  ოფიცერი 1960-90 წ.წ, რეი მაკგოვერნი. იმპერიას ამოძრაევბს მისი უშუალო ინტერესები.  ბუშის დროს ენერგომომარაგებაში იყო პრობლემები და ნავთობის 50%-ის იმპორტირება ხდებოდა, ამიტომ მოძებნეს მისი მარტივად გადაწყვეტის მეთოდი და ეს იყო ერაყის ოკუპაციაო.

ერაყში უსაფუძვლო აგრესიის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს ფილმი: ”მსოფლიოს მომტყუებელი მზვერავები” - http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=zSlFdAmnNiM#t=88 , სადაც ამერიკის პრეზიდენტი ბუში სრულიად უსაბუთოდ აცხადებს რომ ერაყის რეჟიმი 10 წელია აწარმოებს ბილოგიურ იარაღს, ნევროპარალიტიკურ გაზს და ატომურ იარაღს, მაგრამ ერაყის ოკუპაციის შემდგომ მისი ვერანაირი კვალი ვერ წარმოადგინეს. ანალოგიური შემართებით იყო განწყობილი ინგლისის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომელმაც შემდგომში თითქოს აღიარა შეცდომა, მაგრამ ქვეყანა რომ უდიდეს ავანტიურაში ჩართო, ეს ფაქტია. მას შემდეგ 10 წელზე მეტია გასული, ხოლო  ომის შედეგად ასი ათასობით ერაყელი და  ნატოს ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ამ ომს დასასრული ჯერ კიდევ არა აქვს.

ამერიკაში დადის 200 მილიონი მანქანა, ეს არის მსოფლიო მანქანების ერთი მესამედი, ამიტომ  ამერიკა ხარჯავს იმაზე მეტ ბენზინს დღეში, ვიდრე 20 დანარჩენი დიდი სახელმწიფო ერთად აღებული. ამით არის გამოწვეული აშშ-ის კორპორაციების განსაკუთრებული ლტოლვა ნავთობით მდიდარი რეგიონებისაკენ და სადაც ნებაყოფლობით შეღწევის უფლებას არ აძლევენ, იქ უკვე შეიარაღებული ძალები ერთვება. ხოლო არმია რომ გამოყენებული იქნას, ამიტომაც ამერიკის მთავრობაც ამ კორპორაციების გავლენის ქვეს არის მოქცეული.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ნოამ ჩომსკი პირდაპირ აცხადებს, რომ: ”ეს კორპორაციები ამერიკის მთავრობის შემადგენელი ნაწილია, მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხშირად ამ კორპორაციების რიგებიდან ირჩევაო”.

ამიტომაც არის, რომ ამერიკული კორპორაციების ინტერესების დასაცავად იბრძვის მთელი ამერიკული სახელმწიფო სისტემა, რასაც ზოგჯერ არ ემორჩილებიან სუვერენული ქვეყნების მთავრობები, რომელთაც საკუთარი ეროვნული რესურსები საკუთარი ხალხის სამსახურში ურჩევნიათ იყოს. სწორედ ამ ვითარებაში ამერიკის ხელისუფლება იყენებს  უკანონო მეთოდებს, რომ დაიმორჩილოს ამგვარი დაუმორჩილებელი საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მმართველები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ყოფილი თანამშრომელი უილიამ ბლამი ამბობს, რომ: ”უკანასკნელი 60 წლის მანძილზე აშშ-ის მთავრობამ სცადა მსოფლიოს 50 ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და აქედან ნახევარში მან ეს მოახერხა კიდეც.”

აშშ-ის ცსს-ს ყოფილი ოფიცერი 1957-68 წლებში ფილიპ ეიჯი ამბობს, რომ  ეკვადორის ხელისუფლებაში ჩვენი აგენტები იყვნენ   ვიცეპრეზიდენტი, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერი, რამდენიმე მინისტრი და პარტიის ხელმძვანელიცო. ჩვენ მოსყიდული გვყავდა ჟურნალისტებიც, რომლებიც თესავდნენ ქვეყანაში შიშის განწყობას, მთელი ლათინური ამერიკის პროფკავშირების ლიდერები ჩვენზე მუშაობდნენ, ეკვადორში 1962-63 წლებში.  ორი მთავრობა ჩამოვაგდეთ სამხედრო გადატრიალებით უნდა იცოდეთ, რომ ცსს შექმნილია არა ინფორმაციის შესაკრებად, არამედ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩასარევად. წყარო: http://www.youtube.com/watch?v=X_QxrgGMXic   დოკ. ფილმის 26-ე წუთიდან.

ზოგჯერ პირდაპირი სამხედრო ჩარევა სხვადასხვა მიზეზთა გამო  არ გამოდის და ამ დროს საქმეში ერთვება ცსს, რომელიც ხშირად არმიაზე უკეთ ასრულებს დაგეგმილ ამოცანას. ცსს-მ პირველი სახელმწიფო გადატრიალება 1953 წლის აგვისტოში ირანში განახორციელა. დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდებით, რომლის პრემიერ-მინისტრიც  მოჰამედ მახადეკი გახლდათ. მიზეზი კი ის იყო, რომ მოსადეკმა მოინდომა ინგლისის ნავთობკომპანიის ”ბრიტიშ პეტროლიუმის” ნაციონალიზაცია და ნავთობრესურსებზე  სახელმწიფო კონტროლის დაწესება, რათა მისი შემოსავლები ირანელ ხალხს მოხმარებოდა. მისგან ირანი იღებდა შემოსავლის მხოლოდ 4%-ს. ინგლისმა დახმარება აშშ-ს სთხოვა. ცსს-მ ისეთი იდეოლოგიური მუშაობა გააჩაღა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრემიერი ერთ წელიწადში ისევ ხალხმა ჩამოაგდო. ოპერაციის ბრძანება გასცა აშშ-ის  პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა. მასში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენთვის ცნობილი ცსს-ს უფროსი ალენ დალესი.

გადატრიალების შემდეგ ირანში ჩადის და ტახტზე ჯდება შაჰი  ფეხლევი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ირანის ნავთობამმრეწველობა ამერიკელების ხელში აღმოჩნდება.  გადატრიალების შესახებ შემდგომში მთელი წიგნი დაწერა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ცსს-ს რეზიდენტმა თეირანში, კერვინ რუზველტმა, დეტალები სწორედ მისგან არის ცნობილი. 

ანალოგიური რეცეპტით ერთი წლის შემდეგ 1954 წელს  გადაგდებული იქნა გვატემალას პრეზიდენტი ხაკომა არბენსი, რომელმაც გაბედა და ამერიკული კომპანიის ბანანის პლანტაციების ნაციონალიზაცია განახორციელეა. მიუხედავად იმისა, რომ არბენსი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო და ამერიკაში დიდ ხანს ნაცხოვრები, ის მაინც ადვილად გაიმეტეს, როცა ამერიკული კორპორაციის ინტერესებს შეეხო.

ცსს-ს ყოფილი ოფიცერი  ფილიპ ეიჯი იმასაც აცხადებს, რომ აშშ-ის აგენტურა უხეშად ერევა არჩევნების პროცესშიც, რომ მის მიმართ ლოიალურმა პარტიებმა მასში გამარჯვება მოიპოვონო.

აქ კი ლოგიკური კითხვა ისმება, ის რომ საქართველოში შევარდნაძის პერიოდიდან  გაუყალბებელი არჩევნები არ ტარდება, გვაქვს თუ არა ეჭვის საფუძველი  ვიფიქროთ, რომ  არჩევნების შედეგებზე მანიპულირების საშუალებას ინარჩუნებს სწორედ ამერიკის საელჩო, რომელიც სანქციას გასცემს, რომელი არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, ხოლო რომელი გაყალბებულად. ამის თქმის უფლებას ხომ აშკარა ფაქტები გვაძლევენ,  2003 წლის შემოდგომაზე, როცა  ამერიკის მიმართ არც თუ ლოიალური პოლიტიკური ძალები პარლამენტში საკმაო დეპუტაციით შედიოდნენ, მაშინ ამერიკის საელჩო მისი აშკარა ფავორიტის სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ანტისახელისუფლო გამოსვლებს მხარს უჭერდა, ხოლო მის  პარლამენტში შეჭრას და უდავო სახელმწიფო გადატრიალების ვარდების რევოლუციად მონათვლას თანხმობა მისცა.

ამავე დროს, როცა სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ურცხვად გააყალბა და ამის გამო მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იგეგმებოდა, ხოლო სააკაშვილისა და მისი კონკურენტისათვის  მიცემულ ამომრჩეველთა ხმებს შორის ოფიციალურადაც მინიმალური სხვაობა იყო და ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გარკვეული საბოლოო შედეგები, ბუშის ადმინისტრაციამ უკვე 7 იანვარს მიულოცა სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება, რითაც ქართველი ხალხის  სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ წავიდა.

ჩემი აზრით,  გამოთქმული ეჭვის საფუძველი არსებობს და საკმარისზე მეტიც. ამავეს ადასტურებს თუნდაც ის, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც ასევე პროდასავლური ორინტაციისა, ამ წელიწადნახევრის მანძილზე ვერანაირად ვერ ახერხებს  ბიომეტრიული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარების ორგანიზებას, მაშინ,  როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ამავე ბრალდებას უყენებდა ასევე პროამერიკულ ნაციონალურ მოძრაობას  და ამ საკითხის გადაჭრას  ივანიშვილის ფინანსებით სრულიად იოლ საქმედ მიიჩნევდა.  დღეს კი, სამწუხაროდ, ივანიშვილი ამ საკითხზე დუმს, ხოლო ახალ ხელისუფლებას დანაპირების შესრულება არ ახსენდება.

ფილიპ ეიჯი თავის ჩვენებაში აგრძელებს, რომ ანტისახელისუფლო ქაოსის დათესვა  პირველი ამოცანაა, რომ ბოლო-ბოლო არმიაც ჩაერთოს საქმეში და აშშ-თვის არახელსაყრელი  მთავრობა ჩამოაგდოსო. ამისთვის არ იშურებენ არც ფულს და არც გავლენებსო. ასე მოახერხეს მთავრობების ჩამოგდება ბრაზილიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ასეთივე მეთოდებით ჩამოაგდეს ერთხელ ვენესულელას პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი, თუმცა შემდგომ მან ხელისუფლება დაიბრუნაო. აშშ-ის მთავრობა მეორე დღესვე დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ პუტჩისტებთანო.

დღევანდელი გადასახედიდან, კარგად ჩანს, რომ გამსახურდიას ხელისუფლების მაშინდელი  გადატრიალება მხარდაჭერილი იქნა არა მარტო რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელიც მაშინ უკვე აშშ-ის მიერ კონტროლდებოდა, არამედ, რაც მთავარია, ამერიკის ხელისუფლების მხრიდანაც.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბეიკერი ტყუილად არ ჩამობრძანდა  1992 წელს  თბილისში შევარდნაძესთან, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არალეგიტიმური მთავრობის მეთაური იყო.  სხვა საკითხია, რომ გამსახურდიამ ვერ მოახერხა საზოგადოების იმ დონის კონსოლიდაცია, რომ გადატრიალების მსხვერპლი არ გამხდარიყო.

ანალოგიური ბედი გაიზიარა ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ 1973 წელს, როცა საჯაროდ განაცხადა მსხვილი ამერიკული კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ. იცით, ალბათ, ქართველებმა მასზე ლექსიც კი გამოთქვეს და სუფრაზეც კი იმღერებოდა: ”სალვადორა ალიენდე, პინოჩეტას როგორ ენდე, და თუ ენდე, აგე, ენდე, შე, საწყალო, ალიენდე.”

არადა, გენერალი პინოჩეტი მხოლოდ შემსრულებლის როლს ასრულებდა, სამხედრო გადატრიალება კი ცსს-ს დაგეგმილი იყო. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად პინოჩეტის ხუნტასთან სათანამშრომლოდ  ჩილეში ჩავიდა ზემოთ აღნიშნული ”შოკური თერაპიის” ავტორი მილტონ ფრიდმანი და მოკლე პერიოდში ჩილეს მთელი სტრატეგიული ობიექტები ამერიკული კორპორაციებისა და ადგილობრივი ოლიგარქიის  ხელში აღმოჩნდა. 

გაგრძელება იქნება