„ხაბეს“ თავდასხმა არ გაიშვას - ძალიან გააქტიურდნენ „კარენოი ნაცები“, ეტყობა, მათმა მზეთუნახავმა ბელადმა შემოუთვალა, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო - იაქტიურონ და იყონ, მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“.
ზარქუას თქმით, ის, ვინც არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ისე დაამთავრებენ როგორც „ნაცებმა".
„ხაბეს“ თავდასხმა არ გაიშვას. რეალობა რა არის - ამათმა მზეთუნახავმა ბელადმა, რომელიც მიტოვებულია, ეტყობა, გამოუგზავნა წერილი, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო. ამ ხალხმა საკუთარი ოფისი გაყიდა და ახლა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრება თავდასხმით. ერთმანეთს დაემუქრონ ამ თავდასხმებით როგორც არიან ახლა დაკავებული. ძალიან გააქტიურებულები არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, „კარენოი ნაცები“, რატომ?! იმიტომ, რომ იმ მზეთუნახავმა შემოუთვალა, რატომ არ ჩანხართ, რატომ არ იღებთ ხმას, რატომაა, რომ სხვებმა უფრო მეტი [ხმა] აიღეს? მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ არა. შესაბამისად, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. იაქტიურონ და იყონ. მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია. ის, ვინც არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ისე დაამთავრებენ როგორც "ნაცებმა" დაამთავრეს - სამარცხვინოდ," - განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტი არაა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ "როგორც მათი პატრონები დაუკვეთავენ, ზუსტად ისე მოიქცევიან".
"ეს მათი გადასაწყვეტი არ არის არც გვარამიასი, არც გიჟი გირჩი ჯაფარიძის, არც კოლექტიური დანარჩენი "ნაცმოძრაობის" წევრების. როგორც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობს პარტიები, მათ შორის, რადიკალური ჯგუფებიდანაც და მათ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, შესაბამის ადგილს მიუჩენს," - განაცხადა ზარქუამ.