საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი თქვა(VIDEO)

საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი თქვა(VIDEO)

დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიცია არ მოხდება. საფრანგეთის სასამართლომ ქართული მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავისუფალია. ფრანგი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექსმაღალჩინოსანს ის ელექტრონული სამაჯურიც მოხსნეს, რომელიც შინაპატიმრობის დროს ეკეთა.
ექს ან პროვანსში გამართულ პროცესს თავად კეზერაშვილიც დაესწრო, რომელმაც ,,მოამბესთან” საუბრის დროს საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
საფრანგეთში იმყოფება ,,მოამბის” გადამღები ჯგუფი - ქეთი ქარდავა დეტალებით. საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრებიც. საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის უდანაშაულობა და მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაადასტურა. ექს ან პროვანსში ჩატარებული პროცესის შედეგს ეხმაურება მმართველი კოალიციაც.