გია აბაშიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: როგორი წარუმატებელიც იყო კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 000 დოლარის ეფექტი

გია აბაშიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: როგორი წარუმატებელიც იყო კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 000 დოლარის ეფექტი

როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია,  - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა. 

ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით. 

"როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი. 

აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექს-პრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ. 

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“." -  წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.