ირაკლი კირცხალია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს - ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ

ირაკლი კირცხალია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს - ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ

როდესაც წავიდა კითხვა ჩეხეთის საელჩოში და მოვითხოვეთ განმარტება, თუ რა საფუძველზე იყო ეს რეზოლუცია შექმნილი და მიღებული, რა ფაქტებზე დაფუძნებით ითხოვდნენ აქ ახალი არჩევნების ჩანიშვნას, იცით როგორი პასუხი მოვიდა? საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს,  -  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კრიცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, ჩეხეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით, უაპელაციოდ არის მოთხოვნილი საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხოლო, საელჩოს პასუხი სწორედ იმ თავხედური მიდგომის ნათელი მაგალითია, რომელსაც 2022 წლიდან ვხედავთ. 

„ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ევროპარლამენტთან რომ შევადაროთ, უკვე მერამდენე, სათვალავიც არეული გვაქვს, სადაც უაპელაციოდ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, როდესაც პოლიტპატიმრებზე აქვთ საუბარი და თან "ნაცმოძრაობას" ლობირებენ ისინი და   მათი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში. 

აქედან როდესაც წავიდა კითხვა ჩეხეთის საელჩოში, დიპლომატიურ მისიაში, რომელიც მოქმედებს აქ, საქართველოში და მოვითხოვეთ განმარტება, თუ რა საფუძველზე იყო ეს რეზოლუცია შექმნილი და მიღებული, რა ფაქტებზე დაფუძნებით ითხოვდნენ აქ ახალი არჩევნების ჩანიშვნას, იცით როგორი პასუხი მოვიდა? საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს. აი, ეს არის ის მიდგომები მეგობრებო, რომელი მიდგომების კორიანტელიც ჩვენ ვნახეთ 2022 წლიდან, ამ მართლა დიდი აგენტურული ქსელისგან, რომელიც „დიფ სტეიტისგან“ არის მართული. ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, ყველაფერი გაშიშვლდა და ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ ზოგადად. ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით - დღეს ევროკავშირიდან გვესაუბრებიან ფაშიზმით ევროკავშირის სახელით. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, იმიტომ ვსხედვართ აქ, ამ დარბაზში და კიდევ ძალიან კარგად დააფასებს თითოეულ მომდევნო არჩევნებზე, რომელიც მოგვიწევს 2028 წელს თუ შემდეგ. ამას არ შეეგუება არც ერთი თავმოყვარე, სუვერენული ქვეყანა - ისეთი, როგორიც არის საქართველო.“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.