ნიკა გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ნიკა გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ბიზნესმენი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ  „შეგვეძლო ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან გვესაუბრა ამაზე და ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო ქვეყნის სასიკეთოდ“.

„ცალსახაა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ იარაღი არ უნდა მიგვეშვირა რუსეთისკენ. ამის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც უნდა გაგვეკეთებინა. აქ ორი აზრი არ არის. უბრალოდ, როდესაც ვეხებით სანქციებს, ერთი იყო მორალური პოზიცია, რა პოზიციას დავიჭერდით და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ძალიან პრაგმატული პოზიცია, რომ შეგვეძლო ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან გვესაუბრა ამაზე და ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო ქვეყნის სასიკეთოდ“-აღნიშნა გამყრელიძემ. 

წამყვანის კითხვაზე თუ რა ბენეფიტი შეიძლება მიეღო საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციის დაწესების სანაცვლოდ და საერთოდ უნდა დააწესებინა თუ არა ხელისუფლებას სანქციები, გამყრელიძე კვლავ იმეორებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან დიდი სარგებლის მიღება შეიძლებოდა, ხოლო საფინანსო სექტორს სრულად აქვს დაწესებული სანქციები რუსეთისთვის.

„სანქციების დაწესებაზე არ ვსაუბრობ, აქ ვსაუბრობ, რომ გვესაუბრა ჩვენ პარტნიორებთან და შეგვეძლო ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო როგორც მოსაზღვრე ქვეყანას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან.  ჩვენ სანქციების პირობებში დაწესებული გვაქვს სანქციები, საბანკო სექტორი სრულად თანხვედრაშია სანქციების პოლიტიკასთან. სხვა რა არის ეს, ხომ? საქართველოს დაწესებული აქვს. საფინანსო სექტორს სრულად აქვს დაწესებული სანქციები რუსეთისთვის. სხვა გზა არ აქვს საფინანსო სექტორს, რომ სხვანაირად მოიქცეს დღეს. მინიმუმ უნდა გვემსჯელა ამაზე რა ჯობია“.-განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

Gami ეს ტიპაჟი პოლიტიკურად ბეცია. თქვას ერთი "ბენეფიტი ". როშავს... მამამ ჭკუა ვერ დაარიგა.
4 საათის უკან