სოზარ სუბარი: პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება

 „ISFED-ს არ უნდოდა ლეგიტიმაცია მიეცა ლეგიტიმურად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამიტომ, პარალელური გამოკითხვის შედეგები დამალა, თუმცა, ბუნებრივია, პროკურატურას ვერ დაემალებოდნენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება. 

„გულწრფელად მიმაჩნია, რომ პროკურატურა პირველივე დღეს, როდესაც  ISFED-მა საჭირო მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყო, სასამართლოს განჩინებით უნდა შესულიყო და ყველა დოკუმენტაცია, როგორც ციფრული სახით შენახული, ისე - ქაღალდზე გადატანილი, უნდა ამოეღო, რათა რაიმე დოკუმენტაცია არ გამქრალიყო, რასაც, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდები ისეთი თაღლითი ორგანიზაციისგან, როგორიც „უსამართლო არჩევნებია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.