როცა ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქ პირველ რიგში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვტკივა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური გვინდა, რომ დამთავრდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ ძალების შესუსტება და დამარცხება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, როდესაც დასრულდება გარე ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ „დიფ სთეითი“ შესუსტდა.
„ერთადერთი ინდიკატორი აქვს ამ ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყნის პატივისცემა მოხდეს. ქართველი ხალხის პატივისცემა გაძლიერდეს. სუვერენიტეტი გაძლიერდეს და ხელები აღარ აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მაგალითად, აღარ მოხდეს ისე, როგორც ხდებოდა წლების განმავლობაში. აღარ იღებდეს მაგალითად, ევროპარლამენტი აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და პირდაპირ ქვეყნის შეურაცხმყოფელ რეზოლუციებს. სხვადასხვა ქვეყნები არ იღებდნენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც რეალობისგან აბსოლუტურად დაცლილია. არ აძლევდნენ თავს უფლებას ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიც არის ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სხვა სკანდინავიური ქვეყნები, რომლებიც არიან მართულები და პირდაპირ მიმართული აქვთ მთელი თავისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისკენ. არ აძლევდნენ ელჩები საკუთარ თავს უფლებას, რომ გავიდნენ ვენის კონვენციიდან.
ასეთი მოვლენები როდესაც აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ქართველ ხალხს არ მოუწევს სულ იყოს გადაფარებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და რეალურად რომ შეძლოს ჩვენმა ქვეყანამ თავისუფალი განვითარება და თავისუფალი თანამშრომლობა, ურთიერთობა ყველა სხვა ქვეყანასთან, მხოლოდ და მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ „დიფ სთეითის“ გავლენები და კლანჭები ჩვენი ქვემოთ მიმართულებით არის შემცირებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.