შალვა პაპუაშვილი: რამხელა ისტორიული ტრაგედიაა ამ ქვეყნებისთვის, რომ ის რასაც თითქოს ისინი ებრძოდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მათი ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევა, ისევე იქცევიან. ურჩხულებს ებრძოდნენ და თავად ხდებიან ურჩხულები

შალვა პაპუაშვილი: რამხელა ისტორიული ტრაგედიაა ამ ქვეყნებისთვის, რომ ის რასაც თითქოს ისინი ებრძოდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მათი ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევა, ისევე იქცევიან. ურჩხულებს ებრძოდნენ და თავად ხდებიან ურჩხულები

ლიტვის ხელისუფლებამ ლიტვაში შესვლა აუკრძალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მაკკენის ინსტიტუტის თანამშრომლის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ანუ პირდაპირ ლიტვის ხელისუფლებამ თქვა, რომ მას უნდა არჩევნების გაუქმება საქართველოში. ვინც ამას არ აკეთებს, იმას დაასანქცირებს. ამაზე მეტი ჩარევა რა არის? რამხელა ისტორიული ტრაგედია არის ამ ქვეყნებისთვის, რომ ის რასაც თითქოს ისინი ებრძოდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მათ ქვეყანაში შიდა საქმიანობაში ჩარევა, ზუსტად ისევე იქცევიან თავად. ურჩხულებს ებრძოდნენ თავის წარმოდგენაში და თავად ხდებიან ურჩხულები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა გამოირჩევა, რომელიც „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედებს.

„განსაკუთრებით ეს რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ეხება, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის მათი პირადი პოლიტიკა, ისინი თავად არიან ინსტრუმენტები იმ ოლიგარქიული ქსელის, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი „დიფ სთეითს“ ეძახის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით როგორც „გლობალურ ომის“ პარტიაზე. ამ ოლიგარქიული არაფორმალური ქსელის მითითებებით მოქმედებენ, რომ საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება, რათა მათ ყველაფერი გააკეთებინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.