შალვა პაპუაშვილი: ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში აეყირავებინა არჩევნები

შალვა პაპუაშვილი: ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში აეყირავებინა არჩევნები

ჩვენ ვნახეთ, USAID-ის ხელმძღვანელობა მოუწოდებდა დაწვით და დაჭრით ყველა დოკუმენტებიო და მე მგონი მათ თავის თავზეც მიიღეს და ეს დღეები ამით იყვნენ შეიძლება დაკავებული, რომ დამატებითი მანიპულაცია მოეხდინათ ამ დოკუმენტებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ISFED-თან დაკავშირებით, რომელმაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურას დაგვიანებით და არასრული დოკუმენტაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება, რომ საქართველოში „აეყირავებინა არჩევნები“.

„ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში მოეხდინა არჩევნების აყირავება. მათი ხელით სცადეს 2020 წლის არჩევნების აყირავება და მათივე ხელით სცადეს 2024 წლის არჩევნების აყირავება. რეპუტაცია დაკარგული თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ფულის გამო, რომელსაც ისინი უცხოეთიდან იღებენ.
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა ასეთი მავნე ქსელები და „ისფედს“ შეუწყდა ამერიკული დაფინანსება და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუმცა რამდენადაც ცნობილია ბრიუსელიდან ისინი კვლავ თავისი თაღლითური საქმიანობისთვის თანხას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის ვინც აკეთებს საქართველოსთვის საჭირო საქმეს, დაფინანსებას მოძებნის საქართველოშივე და ამისთვის სხვა ქვეყანაში არ „გაიქცევა რეგისტრაციისთვის“.