„დიფ სთეითის“ მთავარი მიზანია, რომ რას შეიძლება მეტი ძალაუფლება ჰქონდათ ხელში აღებული, რაც შეიძლება მეტი ფინანსური აქტივები იყოს მათ ხელში კონცენტრირებული და ამისათვის სჭირდებათ, რა თქმა უნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მათი მარიონეტები იყვნენ ფასადურად წარმოდგენილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჰქონდათ ხელში აღებული, რაც შეიძლება მეტი მათ შორის ფინანსური აქტივები იყოს მათ ხელში კონცენტრირებული და ამისათვის სჭირდებათ, რა თქმა უნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მათი მარიონეტები იყვნენ ფასადურად წარმოდგენილი ვითომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვითომ ხალხის მიერ არჩეულები, მაგრამ რეალურად ერთი თითის გატკაცუნებაზე მოხტუნავე ადამიანები. სამწუხაროდ, ბევრი არიან ასეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების რაოდენობა კრიტიკულად გაზრდილი არის მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში იქნება ეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთი თუ სკანდინავიის ქვეყნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია „დიფ სთეითის“ დამარცხება რაშიც უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ბატონმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ვერანაირად ვერ ჩაითვლება მათი საქმიანობა წარმატებულად „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში თუ ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მათ შორის რევოლუციის მოწყობის თან სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობები“, - განაცხადა გორდულაძემ.