კახა კალაძე სააკაშვილზე: წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსოშვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო

კახა კალაძე სააკაშვილზე: წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსოშვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო

„პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზეგამოტანილ განაჩენს.

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.