სენატორი სიუზან კოლინზი: თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. შემდეგი მოლდოვა იქნება, ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა

სენატორი სიუზან კოლინზი: თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. შემდეგი მოლდოვა იქნება, ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა

თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის ამით არ დაკმაყოფილდება, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა სიუზან კოლინზმა.

მისი თქმით, რუსეთის მომდევნო სამიზნე მოლდოვა და საქართველო იქნებიან., ასევე საფრთხე შეექმნებათ ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთსა და ფინეთს.

„თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. ჩემი აზრით, შემდეგი მოლდოვა იქნება. ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა. ის ასევე დაემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და ფინეთს. მთავარი გარანტია იმისა, რომ შეერთებული შტატები არ იყოს ჩათრეული უფრო ფართო რეგიონულ ომში ევროპაში, არის ის, რომ უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დავეხმაროთ”, - განაცხადა სენატორმა.

 

ლაზი საინტერესოა, როგორ აპირებენ ესენი რუსეთის დამარცხებას მსოფლიოს გადაბუგვის გარეშე. ამათ ტრამპი მართლა პუტინის ძმაკაცი ხომ არ ჰგონიათ! იცის მან რასაც მოიტანს რუსეთთან ასეთი მუქარის პოლიტიკა და ამიტომ ცდილობს დიპლომატიური გზებით ურთიერთობების მოგვარებას.
ესენი კი მუდმივად ცეცხლზე ნავთს ასხამენ, რადგან ჰგონიათ ის ცეცხლი მათ ვერ მიწვდება. უკრაინა მუდმივად ვერ იკმარებს საცეცხლედ. თავიდან პატარ პატარა ნაჭრებს შეუკეთებენ (საქართველო, შემდეგ ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), მაგრამ ბოლოს ყველა აგიზგიზებულ შუაგულში აღმოჩნდება. ამიტომ ახსენებს ასე ხშირად ტრამპი მესამე მსოფლიო ომს.
ტრამპს კი არ ეშინია! ის რეალისტია.
3 საათის უკან