ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს მათი პარტიები, უცხოეთიდან, ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას, ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა.
„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს მათი პარტიები, უცხოეთიდან, ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს.
დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას, ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხშიც გარკვევა. ვინაიდან, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარე ჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება", - წერს იგი.