აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, უკრაინის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ განიხილება

აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, უკრაინის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ განიხილება

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელმოსაწერი შეთანხმება ჯერჯერობით არ განიხილება.

ბესენტმა ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის ჩაშლაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დასდო ბრალი. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა 28 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ვაშინგტონში ჩასულმა ზელენსკიმ და თეთრს სახლში აშშ-ის ხელისუფლებასთან სიტყვიერმა დაპირისპირებამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

„ზელენსკი მხოლოდ უნდა ჩამოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინისა და აშშ-ის ხალხებს შორის არსებულ სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა", - თქვა ბესენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მუშაობა ხელშეკრულებაზე, აშშ-ის ხაზინის მდივანმა განაცხადა, რომ „ჯერ არა“.