შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, ენჯეოები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს - უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს

შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, ენჯეოები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს - უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს

ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, ენჯეოები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს - უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანა ომს საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ გადაარჩინა.

,,უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს ენჯეოებმა, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და ენჯეოებმა - თავისი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით. მათ არ ესმით რით თამაშობენ, რას რისკავენ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია - უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ, ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს.

გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ.

ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, ენჯეოები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს - სამი წლის წინ, ჩვენ მათ გაგვწირეს.

არშემდგარი ომის, არდაღუპული ხალხის და არდანგრეული ქვეყნის ისტორია“, - წერს პაპუაშვილი.

Aburjga Tasmanieli მორჩით ევროკავშირთან ამ უშნო ბღლარძუნს! გარყვნილ ევროკავშირთან ვალსს ვერ იცეკვებ. ევროკავშირი გეცეკვებათ ტანგოს, ხან გადაგღუნათ, ხან ბარძაყებში ფეხს გაგიყრით! არ გვინდა ეს ევროკავშირი, მოვიცილოთ თავიდან! ბოლოს და ბოლოს აგერ არ არის ტაივანი, წარმომადგენლებიც ყავს საქართველოში და მივაწვეთ ტაივანის ხაზს! ))))
7 საათის უკან