მარკო რუბიო: ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგამ განაცხადა - „მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ“. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არაა და ეს ნამდვილად არაა გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი თანახმაა

მარკო რუბიო: ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგამ განაცხადა - „მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ“. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არაა და ეს ნამდვილად არაა გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი თანახმაა

ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს.

„თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? ომის კიდევ ოთხი წელი? ომის კიდევ სამი წელი? ომი, რომელზეც აშშ და ევროპა გააგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა?“ - აღნიშნა მარკო რუბიომ.

„მე ვკითხე თითოეულ [ევროპელ] საგარეო საქმეთა მინისტრს, ვისაც შევხვდი: „მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დასრულდება ეს?“ უმეტესობას გეგმა არ აქვს. ზოგიერთმა თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ, ერთი წლის შემდეგ, სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არ არის და ეს ნამდვილად არ არის გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი [ტრამპი] თანახმაა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ლაზი "მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ"-ო. სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წელი. ისე თუ დაფიქრდები ყველა ნგრევა და სიკვდილი ხომ სწორედ ევროპიდან იწყებოდა. ახლა რა გასაკვირი რომ ამ სიკვდილის და ნგრევის გაგრძელება უნდოდეთ, მით უმეტეს თითონ თბილად სხედან კაბინეტებში. ორად გაყოფილი ერთი წარმოშობის ხალხი ერთმანეთს ჟლიტავს. ერთროულად რუსეთსაც ასუსტებენ და უკრაინასაც. არც ერთია მაგათთვის სისხლით ნათესავი არც მეორე (პოლიტიკაში მეგობრობა საერთოდ ბლეფია). რაც მეტად გაჟლიტავენ ერთმანეთს, ის უნდა ევროპასაც. ამ ტრამპმა კიდევ, აურიათ გეგმები, რადგან ამ ყველაფერს სწორედ ამერიკის ხარჯზე აკეთებდნენ.
ამერიკის ხარჯზე, სლავები ჟლიტავენ ერთმანეთს, ვინ რჩება მოგებული? მაგრამ ტრამპი მიუხვდა ეშმაკობას, ბებერ ევროპას. ახლა თუ ნატოც მათ აჩუქა, მაშინ მართლა მიმხვდარა.
13 საათის უკან