აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ზელენსკის უნდა მოესმინა ეს პირდაპირ აშშ-ისგან, რომელიც მას აფინანსებს - ჩვენ არ ვაპირებთ ფულის მოცემას, თუ აქ მშვიდობისთვის არ ჩამოხვალ

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ზელენსკის უნდა მოესმინა ეს პირდაპირ აშშ-ისგან, რომელიც მას აფინანსებს - ჩვენ არ ვაპირებთ ფულის მოცემას, თუ აქ მშვიდობისთვის არ ჩამოხვალ

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას ფულს, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ იქნება.

„ზელენსკის უნდა მოესმინა ეს პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც მას აფინანსებს: ჩვენ არ ვაპირებთ ფულის მოცემას, თუ აქ მშვიდობისთვის არ ჩამოხვალ“, - აღნიშნა ჰოვარდ ლუტნიკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მიცემას სამხედრო კონფლიქტის დასრულებამდე.

„მისი [ზელენსკის] მოთხოვნები იყო სასაცილო, არ იყო გონივრული“, - დასძინა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.