სენატორი ლინდსი გრემი:

სენატორი ლინდსი გრემი: "დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან"

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

"სასოწარკვეთილ, შეშფოთებულ ევროპელებს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ზელენსკის ლექციაზე უარის თქმის გამო: დაიცავით უკრაინა პუტინისგან.

უკვე დიდი დრო გავიდა ევროპელებისთვის, რათა ეჩვენებინათ, რომ საკუთარი კონტინენტის დაცვა შეუძლიათ. მათ თავიანთი ჯარები გაანადგურეს და როცა ევროპა ლაპარაკობს, ცუდი ბიჭი არ უსმენს. დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან", - აღნიშნავს სენატორი.

Aburjga Tasmanieli არ ვიცი თარგმანის ბრალია თუ რა სხვა მიზეზია, ამ სებატორების და კონგრესმენების უმეტესობას საკუთარი აზრის მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვან წინადადებად ჩამოყალიბება არ შეუძლიათ! ჩემი მხრივ დავუდასტურებდი, დიახ ბოლო ჯგუფია და მალე გადაშენდებიან!
14 საათის უკან