ილონ მასკი:

ილონ მასკი: "ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე - ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო"

შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია.

"ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო. ახლა მას სურს ამის ისევ გაკეთება. ეს არის სასტიკი და არაადამიანური", – წერს მასკი.