"დაწვი "ტესლა", "არა დიქტატურას ამერიკაში" - აშშ-ში ავტომაღაზიებთან საპროტესტო აქციები იმართება

"დაწვი ტესლა", "არა დიქტატურას ამერიკაში" - ამერიკის სხვადასხვა შტატში, "ტესლას" ავტომაღაზიებთან საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ფედერალურ დაწესებულებებში, ილონ მასკის მიერ შემცირებებს აპროტესტებენ.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, "ტესლას" შოურუმთან 9 დემონსტრანტი დააკავეს.