გურიის რეგიონში ინტენსიურად გრძელდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილია მიკროშტაბები, საიდანაც საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები ადგილობრივებს გადაეცემათ.
დღეის მონაცემებით გაიცა შემდეგი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 1710 პაკეტი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 4233 პაკეტი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 3000-ზე მეტი პაკეტი;
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე,მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მიკროშტაბში მიმდინარე პროცესებს.