ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა იპოვოს გზა ტრამპთან ურთიერთობის აღსადგენად

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა იპოვოს გზა ტრამპთან ურთიერთობის აღსადგენად

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა იპოვოს გზა ტრამპთან ურთიერთობის აღსადგენად. მარკ რუტეს თქმით, თეთრ სახლში მომხდარი კამათის შემდეგ ის ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.

„საუბრის დეტალებს ვერ გავასაჯაროებ, თუმცა მას ვუთხარი, რომ პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა და ეს დასაფასებელია“, - აღნიშნა რუტემ.