ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.

ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.

2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.