აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ენერგო ქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა, - იუწყება NBC News-ი.
როგორც გამოცემა წერს, ეს არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა უკრაინის ენერგოსექტორში, რათა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან განადგურებული ინფრასტრუქტურა აღედგინათ.
ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოსცა განკარგულება, რომ გაუქმდეს პროგრამა, რომელიც „ფინანსური სექტორის რეფორმის საქმიანობაზე“ იყო ორიენტირებული.