NYT: ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს

NYT: ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს

აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დაფინანსებული და ნებადართული შესაძლოა მთლიანად შეჩერდეს, - წერს New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

დახმარებაში შედის საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, სამხედროების და პილოტების სწავლება-მომზადება, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, „ქოლ-ცენტრის" განთავსება, რომელიც საერთაშორისო დახმარებას კურირებს აშშ-ის ბაზაზე გერმანიაში.

პენტაგონში განაცხადეს, რომ დარჩენილია 3,85 მილიარდი დოლარი იმ თავდაცვის სამინისტროს დანაზოგიდან, რომლის ამოღების უფლება კონგრესმა გასცა. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც მან ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან შეიძინა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა დამოკიდებული იყო აშშ-ის იარაღისგან და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იარაღის მიწოდების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ცხადია, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ხვდებოდნენ თუ რა იდო სასწორზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ში, და ზელენსკიმ სწრაფად დაიწყო შეთანხმებული კამპანია შემდეგი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად იმის იმედად, რომ მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას შესაძლოა ირიბი მხარდაჭერაც კი შეუწყვიტოს.