როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო, - წერს სოციალურ ქსელში ხაზარაძის პარტია „ლელოს“ ლობისტი და შეხვრდრების ორგანიზატორი ამერიკაში მელორ წიფურია.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო. ამ ადამიანს პროტოკოლი რომ ესმოდეს, ის წინასწარ გააფრთხილებდა სტუმარს დრესკოდის შესახებ, მითუმეტეს, როდესაც ზელენსკის სტილი ყველასთვის კარგად ცნობილია. ადმინისტრაციის უუნარობა მსგავსი სიტუაციის დროს და ამგვარი ჩარევის დაშვება საპრეზიდენტო შეხვედრისას შეცდომაა. ბევრი ადამიანი დღეს მართლაც გამოიყურებოდა და ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო“, - წერს წიფურია.