ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.