საჩხერის მერია: საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო  12 სოფელი ჩაიკეტა. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად 

საჩხერის მერია: საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო  12 სოფელი ჩაიკეტა. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის. 
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა. ამასთან, სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად.

მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეაჩერა. 

„საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო  12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა. თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად. 

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა. 

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში-არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური,  ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა. 

მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც.“- წერია მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე.

https://www.facebook.com/SachkhereMunicipality/posts/pfbid0PXEZ9qyMo8nRFBXjh95FpvDi4mFj1B9z5vDeJm9mqLpUYP1Y4B9Hahp6HBd8YVWcl