მსოფლიო ბანკი: უკრაინაში, ომისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 524 მილიარდ დოლარს აღწევს

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში, ომისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 524 მილიარდ დოლარს აღწევს

უკრაინაში, ომისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 524 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში მიღებულ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამის მოცულობას უტოლდება.

მსოფლიო ბანკმა, გაერომ, ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს, თუ რა რესურსები დასჭირდება უკრაინის აღდგენას. თანხა 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 524 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემზე 7%-ით მეტია.