უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ.
„მთელ საქართველოში და განსაკუთრებით გურიის რეგიონში ძალიან ძლიერი სტიქია მძვინვარებს. ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციასა და მათ მედიებს დრო რჩებათ იმისთვის, რომ მოიფიქრონ და გაავრცელონ ბინძური ტყუილი. კერძოდ, საუბარი მაქვს ახლა ჩემს დიდ ბებიაზე, რომელიც 107 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე ავადმყოფობდა. ძალიან უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია“, - აღნიშნა გურგენიძემ ვიდეომიმართვაში.